ერთადერთი იმედი და მეგობარი უფალია
როდესაც შენს ტკივილებს გვერდში არავინ ამოუდგება და ყველა ზურგით დადგება, როდესაც ყველაზე ახლობელი ადამიანები გაგიუცხოვდებიან და პილატესავით ხელებს დაიბანენ, თითქოს რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, და როდესაც შენგან ვეღარაფერს გამოელიან, მაშინ მიხვდები რომ ირგვლივ ყველა თამაშობს და არავინაა ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. რომ ადამიანზე იმედის დამყარება სისულელეა. საბოლოოდ ყველა იმედს გაგიცრუებს…
ერთადერთი იმედი და მეგობარი უფალია,
რომელმაც თქვა - “ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით - შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.” მე, მე ვარ ის, ვინც დანაშაულს ჩამოგბანს ჩემივე გულისთვის და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ. (ესაია 43:25)
ასე რომ… როდესაც გტკივა და პასუხებს ვერ პოულობ, მიდი ღმერთთან. სად უნდა მიხვიდე? სად გველოდება უფალი? შიგნით, გულში!…
©️ ლაშა აბულაძე