ოდესმე მიხვდები.....
ოდესმე კანიდან გაიძრობ შენს უანგარო სიყვარულს და თვალებში ჩახედავ ადამიანთა ნამდვილ სახეებს ...
ოდესმე მიხვდები, როგორ გიყენებენ შენი სულიერი სიმაღლეებით...
ოდესმე ძალიან გეტკინება სისხლსა და ხორცში შეჭრილი მათი სიყალბე, ინფექციასავით მოგედება მთელი ეს აბსურდი და მთელ ცხოვრება გექნება კითხვები საკუთარ თავთან....
ოდესმე მიხვდები, რომ ეს ბუტაფორია დიდხანს გრძელდებოდა, დიდხანს ცდილობდნენ მკერდით ეტარებინათ ჭუჭყიანი განზრახვები და შენი სუფთა სულისთვის ზიანი მიეყენებინათ... გულში მიყენებული ყველა ჭრილობა, ხილულ სილურჯედ გადაიქცევა...
ოდესმე მიხვდები რომ რაღაცისთვის იბრძოდი მთელი ცხივრება და როცა ბრძოლას მორჩი , ისევ შენი ცხოვრება ნახე მიწაზე დაგდებული და დაჭრილი.
არაფერი დაგრჩა , გარდა იმ ადამიანებისა , ვინც სულიდან ამოგაცალა ყველაფერი და მიგაგდო უსარგებლო ნივთვით...
მიხვდები რომ ცხოვრება არ მოედინება ანკარა წყაროსავით , რომ აქ ბევრია უსუფთაო ხაზები .... რომელიც გულწრფელ გრძნობებსაც კანალიზაციის მილში ყრის.
ოდესმე მიხვდები... რომ საღორეშიც კი არ ხდება მსგავსი რამეები...
როგორც აქ, ამ მიწაზე... ოდესმე მიხვდები.....
მიხვდები რომ გადამეტებული კეთილშობილება ზოგჯერ სიშტერეა , ზოგჯერ საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანა....
ოდესმე მიხვდები... რომ იცხოვრე სხვებისთვის .. და სხვებმა იცხოვრეს საკუთარი
თავებისთვის...
ანი ნოზაძე