• როგორც კი ადამიანი გადაწყვეტს, რომ ლოცვა ისწავლოს....

    როგორც კი ადამიანი გადაწყვეტს, რომ ლოცვა ისწავლოს,
    მართლა,
    როგორიც ის არის, როგორც ის ისწავლება,
    მაშინვე ადამიანმა უნდა იცოდეს,
    რომ მშვიდი ცხოვრება დასრულებულია მისთვის,
    იწყება ბრძოლა,
    იწყება ბრძოლა, რომელიც არ დასრულდება, სანამ არ გავიმარჯვებთ ღმერთთან ერთად,
    არ დასრულდება სანამ უფალი თავის მიზანს არ მიაღწევს,
    არ დასრულდება სანამ უფალი ზეცაში არ აგვიყვანს...
    ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას,
    ეს ბრძოლა მწარეა იმიტომაც, რომ მისი ნაყოფი და მისი შედეგი ჩვენთვის დაფარულია - არ ჩანს,
    ამიტომაც იყო, რომ ის დიდი წმინდა მამები, რომლებიც ჩვენთვის სამაგალითოა, სიცოცხლის ბოლომდე თავისი ცოდვების გამო ტიროდნენ,
    ისინი ვერ ხედავდნენ თავიანთ სათნოებებს,
    ანუ ჩვენი ბრძოლა არის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე;
    ყველას გამოუცდია ეს, ვისაც დაგიწყიათ ლოცვა,
    როგორ იწყება შინაგანი ჭიდილი, ყოველ დღე,
    არასდროს არ მოგწონს შენი მდგომარეობა,
    სულ ებრძვი,
    სულ, სულ...
    გაწუხებს,
    უფალი განუგეშებს პერიოდულად, თავისთავად ცხადია და იმედითაც,
    მაგრამ, ძირითადად, არის სულ ბრძოლა,
    სულ, სულ…
    ძილი შენთვის არ არის,
    დასვენება შენთვის არ არის,
    გართობა შენთვის არ არის,
    ჭამა შენთვის არა რის,
    ღვინის დალევა შენთვის არ არის - არაფერი შენთვის არ არის წესიერად,
    იმიტომ, რომ სულ გაქვს ის ხინჯი, რომ არ გამოდის,
    რაღაცას ვერ აკეთებ….
    სულ უფალს ღალატობ,
    სულ გინდა გული გაუხსნა და ვერ ხნი,
    მიზეზები ისევ შენშია,
    სულ ეს ჭიდილი მიდის,
    დრო გარბის,
    ვბერდებით,
    გარდაცვალებას ვუახლოვდებით,
    ბრძოლაა...
    და მხოლოდ ის შეძლებს ამას, ამ საქმის ბოლომდე მიყვანას, მთელი ცხოვრების განმავლობაში,
    ამ გარკვეული დისკომფორტის საკუთარ თავში ტარებას,
    მხოლოდ ის შეძლებს უარი თქვას პირუტყვობაზე და ლუარსაბ თათქარიძის მსგავს რელიგიურობაზე
    და მოსვენებით მდგომარეობაზე,
    მხოლოდ ის შეძლებს უარი თქვას იმ ნელ-თბილობაზე, რომელზეც უფალი ამბობს ამოგანთხევო ჩემი პირიდან,
    ამგვარი კომფორტულ ქრისტიანობაზე, კომფორტულ რელიგიურობაზე უარის თქმას მხოლოდ ის შეძლებს,
    ვისაც შეიძლება არ შეუძლია,
    მაგრამ იმას მაინც ხვდება, რომ ქრისტე უნდა უყვარდეს.
    მხოლოდ სიყვარულია ის ძალა,
    იმიტომ, რომ სიყვარულს შეუძლია თავგანწირულად იცხოვრო და იყო ბედნიერი ერთდროულად;
    სიყვარულს შეუძლია გაგაწირვინოს თავი
    და მოკვდე,
    და თან იყო ბედნიერი,
    და დიახაც,
    სულიერ ცხოვრებას,
    ამგვარ შინაგან დისკომფორტს, ახლავს ბედნიერება,
    ამიტომ ჩვენ, დიახაც, ბედნიერი ვართ,
    ჩვენი ძალაც ამაშია სწორედ.
    ეს არის გზა, იესო ქრისტესი,
    ეს არის ჩვენი მხედრული ვალი, მეომრული სულის მიხედვით ცხოვრება,
    ეს არის ის, რა აღთქმაც დავდეთ ნათლობისას, რომ შევუდგებით ქრისტეს, და შევაფურთხებთ ბოროტს და მის ყველას გამოვლინებას,
    ეს არის ჩვენი ღირსება
    და ამიტომ გვქვია ჩვენ დიდი სახელი - სახელი ქრისტიანისა.

    08 თებერვალი, 2025
    73
    მსგავსი სტატიები