• გახსოვდეს რომ შენ ქრისტეს უყვარხარ.

    ყოველი მარცხი დარიგებაცაა და გაკვეთილიც,
    ნურაფრის გეშინია,ისეთი ცოდვა არ არსებობს,რომელსაც უფალი არ მოგვიტევებს. მთავარი იცი რა არის? გული, გული რომელიც სუფთა უნდა გქონდეს. თუ დაეცი,ადექი და ახლიდან სცადე,არ შეეგუო შენს უსუსურობას... 
    თუ გინდა იტირე, ცრემლები ხომ ყველაფერია...
    გამუდმებით ილოცე, როგორც კი თვალს გაახელ, ღმერთს მადლობა უთხარი რომ კიდევ ერთი დღე გაჩუქა, იმისათვის რომ ცოცხალი ხარ, გესმის,დადიხარ, გრძნობ,ეხები, სუნთქავ,და შანსი გაქვს რაღაც შეცვალო შენს ცხოვრებაში. ნურც ისე დაწვები რომ ერთი გულით ნათქვამი “მიყვარხარ უფალო” “გმადლობ უფალო” დაგავიწყდეს. ანუ, არ გათენდეს და არ დაღამდეს ისე რომ არ ილოცო. აუცილებელი არაა დილა-საღამოს ლოცვები ჩაარაკრაკო და გეგონოს რომ ესაა სულ. რაც გულიდან მოდის,იმ სიტყვებით ილოცე,შენი ტკივილები,შენი განცდები და შენი ყველაფერი მიიტანე ღმერთთან. ადამიანები,ხშირად გვაყენებენ ტკივილს, გვექცევიან არასწორად,მაგრამ არაუშავს... არ გაბოროტდე, სამაგიერო არავის არ გადაუხადო. ბოროტება ბოროტებით არ იკურნება... ის ქარიშხალი რომელიც დღეს სულს გიწრიალებს,ხვალ ჩადგება. დასვი კითხვები და დაელოდე პასუხებს... 

    გახსოვდეს, რომ შენ ქრისტეს უყვარხარ.

    💙💚💜

    ტექსტის ავტორი: ლაშა აბულაძე

    12 ოქტომბერი, 2024
    86