• ტკივილი ცვლის ადამიანებს.

    ტკივილი ადამიანს თავიდან ბოლომდე ცვლის. არ აქვს მნიშვნელობა ეს ტკივილი პატარა იქნება თუ დიდი,რადგან პატარას შეუძლია დროში გაიბეროს და გული გაგიხეთქოს პირდაპირ. მას ვერ ამოკემსავ და ვერც სანახევროდ ატარებ, და სხვათაშორის,ვერც მალამოებით მოირჩენ. ტკივილმა შესაძლოა ისიც დაგავიწყოს,ოდესმე ბედნიერი ყოფილხარ თუ არა და ყველაფრიდან განგაყენოს. ვის შეუძლია გაზომოს მისი მასშტაბები? არავის,ჰოდა,რადგან არავის არ შეუძლია,არც ის ვიცით ვინ რას განიცდის შინაგანად და ვის როგორი სინანული აქვს,ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის,რომელიც მუდამ გვეძახის და ყოველთვის პასუხობს ჩვენს კითხვებს,შეიძლება თვეები და წლები გავიდეს,მაგრამ მაინც პასუხობს,ეს ასეა. ბევრჯერ მითქვამს-ღმერთო,რატომ?! რატომ?! რატომ ახლა?! რატომ მე?! მაგრამ პასუხი არ ყოფილა. ვტიროდი,ვეძებდი,ვცდებოდი,ვეცემოდი,მაგრამ მე მაინც ვაგრძლებდი! პასუხს იმ დროს ვიღებდი ხოლმე,როცა მართლა აღარაფრის მჯეროდა. ხომ გვაქვს ხოლმე ყველას ეს ჩავარდნები? რომ არ გვინდა არც არავისთან საუბარი,არც გარეთ გასვლა და ასე შემდეგ. ცარიელი სიტყვები კი აღარაფერს ნიშნავს.

    ღმერთი არა,ჩვენ ვაგვიანებთ და ყველაფერს ვირთულებთ ძალით,რადგან საკუთარ თავზე ვართ მინდობილები და არა მასზე.

    13 ოქტომბერი, 2024
    392