• მოუთმინე იმ პიროვნებას, რომლისგანაც წყენა და შფოთი მოდის

    მოუთმინე იმ პიროვნებას, რომლისგანაც წყენა და შფოთი მოდის, სიხარულით მოუთმინე... ყოველდღე ილოცე მისთვის... ყოველთვის ეცადე სიკეთე გაუკეთო, შეაქო, სიყვარულით ელაპარაკო და ღმერთი სასწაულს მოავლენს - გამოსწორდება... იდიდება ქრისტე და განსქდება ეშმაკი, რომელიც ყველა შფოთის მოთავეა... განსაკუთრებით აიძულე თავი რომ არ იცრუო და არ განიკითხო...
    თუ ის პიროვნება შენ წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ყურადღება არ მიაქციო, მოითმინე. დაე, უსამართლოდ მოგეპყრას, შენ ნუ აწყენინებ, დაე, სილა გაგაწნას, შენ ნუ გაარტყამ, დაე, განგიკითხოს, შენ ნუ განიკითხავ...
    როცა ასე მოიქცევი შენს სულში ძე ღვთისა დამკვიდრდება მამასთან და სულიწმინდასთან ერთად. კეთილად იღვაწე, უგულებელყავი იმ პიროვნების საქციელი ისე, როგორც ქრისტე უგულებელყოფს შენს ცოდვებს...

    19 ოქტომბერი, 2024
    146
    მსგავსი სტატიები