• ღმერთისთვის შენ განსაკუთრებული ხარ!

    ღმერთმა ისე კი არ გამოგისროლა ყოფიერებაში, გაგორებული კამათელივით, რომ რაც იქნება, იქნება...
     
    არა!  არამედ იმუშავა შენზე, არამარტო შენს გარეგნობაზე: (რომ  შენ ასეთი თმები უნდა გქონდეს, ასეთი თვალები უნდა გქონდეს, ასეთი მიხვრა-მოხვრა, ასეთი ფსიქოსომატური ერთობა, ასეთი ნიჭები უნდა გქონდეს), უპირატესად, მარადისობაზე იზრუნა.

    ყოველ ადამიანს აბსოლუტურად უნიკალური და ინდივიდუალური გზა აქვს ღმერთისაკენ სავალი...  

    საბოლოო ჯამში, მარადისობაში, ყველა ადამიანს თავისი ადგილი ელოდება... მამაჩემის სახლში მრავალი ადგილიაო, ქრისტე ამბობს, რომელიც შენია, შენს ადგილს სხვა ვერავინ დაიკავებს.
     
    ანუ უფალმა, განსაკუთრებულად შეგზილა, განსაკუთრებულად მოგამზადა, განსაკუთრებულად შეგქმნა და საკუთარი თავისათვის მოგიპოვა, როგორც მისი მსგავსი არსება, 
    ამიტომ ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხარ შენ ღმერთისათვის...

    პოეტს ხომ თავისი თითოეული ლექსი უყვარს? 
    მხატვარს თავისი ტილო რომ უყვარს, გასაყიდად ენანება...

    აი, ასე ხარ შენ ღმერთისათვის...

    უკან არც კი უნდა გაიხედო, ეს  სვლა მარადისობისაკენ არ უნდა შეწყვიტო,
    ნაგავი და ვარდი გქონდეს და არჩევანი ვერ უნდა გააკეთო?!

    25 ოქტომბერი, 2024
    76
    მსგავსი სტატიები