• ადამიანის სულიერი ზრდის საზომს, მისი სიმდაბლე წარმოადგენს

    «ადამიანის სულიერი ზრდის საზომს, მისი სიმდაბლე წარმოადგენს. რაც უფრო მაღლაა ადამიანი სულით, მით უფრო თავმდაბალია. და საპირისპიროდ, რაც მეტად მდაბალია, მით უფრო მაღლაა. არც ლოცვითი კანონები, არც მეტანიები, არც მარხვები, არც ღვთის სიტყვის კითხვა, არამედ სიმდაბლე აახლოვებს ადამიანს ღმერთთან. სიმდაბლის გარეშე ყველა, უდიდესი ღვაწლიც კი, არა მარტო უსარგებლოა, არამედ შეუძლია საერთოდ დაღუპოს კიდეც ადამიანი.
    ხოლო ჩვენ დროში, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ადამიანმა ოდნავ მეტი ილოცა, ფსალმუნს კითხულობს, მარხვას იცავს და საკუთარ თავს უკვე სხვებზე მეტად მიიჩნევს, განიკითხავს ახლობლებს, იწყებს სწავლებას, როცა არ ეკითხებიან და ა.შ.
    ამით იგი ცხადყოფს თავის სულიერ სიცარიელეს და უფლისგან ძალიან დიდი მანძილით დაშორებას. გეშინოდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა».
    + იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

    12 ოქტომბერი, 2024
    256
    მსგავსი სტატიები