არასდროს არავის არ მოსთხოვო სიყვარული
არასდროს არავის არ მოსთხოვო სიყვარული,
არასდროს არავის არაფერი არ მოსთხოვო;
და პრეტენზიულ ადამიანებს, რომლებიც სხვებისგან რაღაცებს ითხოვენ, ყოველთვის მოუვათ კონფლიქტები,
ადამიანებთან ურთიერთობა უჭირთ.
ადამიანი რომელიც ვერ ხედავს თავის თავში უღმერთობას და ჯოჯოხეთს, სხვების უღმერთობას და ჯოჯოხეთს ხედავს და სხვებს განიკითხავს.
- ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იცით რა არის?
- ჩვენ ორიენტირი არ გვაქვს.
- აბა როგორ ვიცხოვრო?
- როგორც გამოცხადებით მოგვეცა.
თუ მე მწამს, რომ ქრისტე ღმერთია, სამყაროს შემოქმედი, რომელიც ადამიანად მოვიდა,
თუ მე მწამს, რომ მან თავის სიტყვა დამიტოვა,
მაშინ მის სიტყვაში განცხადებულია ღვთის ნება,
ამიტომ სახარებაში, წმინდა წერილში განცხადებულია ღვთის ნება - რა არის სწორი და რა არ არის სწორი;
ჩემი სიმართლე გვერდზე უნდა გადავდო და შევხედო, ქრისტე რას ამბობს, რა არის სიმართლე და რა არ არის სიმართლე და აღმოვაჩენ, რომ თურმე მცნება არის მე პატივი ვცე
და მიყვარდეს და ყურადღება მივაქციო და მივუტევო
და იმის მცნება, რომ პატივი მცენ, მომიტევონ, ვუყვარდე
- ესენი თურმე არ არსებობს,
არ არსებობს
და არც უნდა მოვითხოვო.
როგორც კი ადამიანებს არ მოსთხოვ სიყვარულს,
არ მოსთხოვ პატივისცემას,
არ მოსთხოვ უცოდველობას,
და თავად შეეცდები ეს ყველაფერი იყო,
აღმოჩნდება, რომ დაიწყება შენი ურთიერთობების დალაგება სხვა ადამიანებთან,
ყველასთან ვერა,
მაგრამ დიდ ნაწილთან დაგილაგდება ურთიერთობა.