• როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მას ბევრი დრო უნდა დაუთმო...

    როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მას ბევრი დრო უნდა დაუთმო...
    - აღსარებას ბევრი დრო არ ესაჭიროება.
    გახსოვთ სინანული დავით მეფსალმუნისა, რომელმაც საშინელი ცოდვები მკვლელობისა და მრუშობისა ჩაიდინა და როგორი მოკლეა მისი აღსარება;
    სინანული დიდია - მთელი ცხოვრება არის მისი სინანული, ნაყოფები ამ სინანულისა მშვენიერია, მათ შორის ორმოცდამეათე ფსალმუნი, მაგრამ აღსარება იყო ძალიან მოკლე - „ვცოდე უფლისა მიმართ’’,
    მორჩა, დამთავრდა.
    ჩვენი პირიქით არის - ჩვენი აღსარება ძალიან გრძელია და არ გვყოფნის არანაირი დრო, ცხოვრებაში კი ძალიან მოკლედ ვლინდება,
    მოკლე მეხსიერება აქვს ადამიანს...
    მრავალსიტყვიანი აღსარება - პირდაპირ გეტყვით, აღმსარებლის სინანულს ეჭვის ქვეშ აყენებს.
    არ სჭირდება ბევრი საუბარი აღსარებას.
    სჭირდება ხანგრძლივი პროცესი შენს პირად ცხოვრებაში, რომელიც შენ და ღმერთმა იცით.
    არანაირი ფსიქოლოგიური სეანსი მოძღვართან, ერთსაათიანი,
    არ გვიშველის ჩვენ, თუ ჩვენში ცხოვრების წესი არ შეიცვალა მეტანოიით,
    თუ ჩვენ ფარისეველი არ მოვკალით და თუ ჩვენში მონანული მეზვერე არ გავაცოცხლეთ.
    ამონარიდი ქადაგებიდან I 05.02.2023

    31 ოქტომბერი, 2024
    46