ღმერთთან თანამშრომლობაში მყოფი ადამიანი
მე თუ ვცხონდი,
მე ვცხონდები არა როგორც თოჯინა, რომელიც გადამდგეს სასუფეველში,
- არამედ, როგორც შვილი, პიროვნული და თავისუფლების მქონე ღირსეული, გონიერი არსება,
რომელიც ღმერთთან თანამშრომლობდა და სადაც დააშავა,
იქ ღირსეულად ზღო კიდევაც,
თავისი ბრძოლის უნარით, მიმტევებლობით, დიდსულოვნებით
და აი, ამ თვისებებით აღჭურვილი, რომელიც ღმერთის თვისებებია, ჩვენი არ არის, ღმერთი გვაძლევს ამ ენერგიებს,
და დიახაც,
ვზღე კიდევაც ჩემი დანაშაული
და აი ახლა, ბოლომდე გამართლებული ღვთის წინაშე,
როგორც ღირსეული მისი შვილი,
მას შევყავარ,
ოღონდ არა როგორც საგანი,
არამედ, როგორც თავისუფალი არსება,
ღმერთთან თანამშრომლობაში მყოფი.