რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით და წვდომა უხილავისა
რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით და წვდომა უხილავისა,
თუ ადამიანი მორწმუნეა - მას აქვს უხილავთან წვდომა,
ანუ ეს არის ძალა, რომელიც არახილულს მას ახილვინებს,
ანუ ის ღმერთს ხედავს,
ღმერთთან კომუნიკაცია აქვს,
მორწმუნე ადამიანი ხედავს ღმერთს - ეს არის სარწმუნოება, განიცდის მას საკუთარ თავში,
განიცდის მას, როგორც გონებამიუწვდომელ მოცემულობას,
ხან ცეცხლს არქმევს,
ხან სისავსეს არქმევს,
ხან რაღაც დიდებულებას არქმევს,
ხან სიტკბოებას არქმევს,
ხან შინაგან სივრცეს არქმევს,
არ იცის რა დაარქვას ადამიანმა, მაგრამ იცის, რომ ღმერთთან კომუნიკაცია აქვს...