• შევიძინოთ სიყვარული

    დარწმუნებული ვარ, რომელ თქვენ ყოველთა გსურთ მიიღებდეთ ჩემგან რომელსამე სარგებლობასა სულიერსა, ხოლო მეც უმეტეს ყოვლისა ვნატრობ,რათა მქონდეს თქვენ შორის რომელიმე სულიერი ნაყოფი; გარნა ამას შინა ერთი მხოლოდ არს ღონე – ქრისტეანული სიყვარული; სადაცა არა სუფევს სიყვარული, მუნ არცა ერთი სულიერი ნაყოფი გამოჩნდება. ამისათვის, ძმანო ჩემნო ყოვლად–საყვარელნო, შევიძინოთ სიყვარული ურთიერთობრივი და შეუდგეთ ამიერითგან წრფელსა გზასა უფლისასა. ნაკლულევანებათა ჩემთა აღავსებდეს სიყვარული თქვენი, ვინაითგან კაცი ვარ და ყოველი კაცობრივი არა შორს არს ჩემგან. დარიგებათა და მოძღვრებათა ჩემთა მიიღებდეთ გულ–მოდგინებით და სცდილობდეთ აღასრულოთ იგინი. მხილებანი ჩემნი, უკეთუ ჭეშმარიტ იქმნებიან, თუმცაღა ფიცხელ იყვნენ, ნუ გულისწყრომასა აღადგინებენ თქვენ შორის, არამედ სინანულსა და აღსარებასა.

    14 ოქტომბერი, 2024
    47