მადლი ყოველთვის წინ უძღვის განსაცდელს
მადლი ყოველთვის წინ უძღვის განსაცდელს, გატყობინებს და ამბობს: "მზად იყავი და კარი ჩარაზე".
როგორც კი გულში ლმობიერებას შეამჩნევ, გონებაში - განათლებასა და ჭვრეტას, მყისვე მოემზადე. არ თქვა: "ამოსუნთქვის საშუალება მომეცა", არამედ შემართე შენი იარაღი - ცრემლები, მარხვა, მღვიძარება და ლოცვა - გონებას მიზნად დაუსახე გრძნობათა დამარხვა.
როგორღა მოხდება შერკინება? ეშმაკებთან იქნება? ან ადამიანებთან? თუ შენს საკუთარ ბუნებასთან? და თვალი არ მოხუჭო, ვიდრე საბრძოლო საყვირს არ ჩაჰბერავენ. როცა შეტაკება მოხდება, გამოგეცხადება შენი ბრძოლა და გამარჯვება