• ქრისტე მართლა ჩვენშია,ჩვენს შორისაა.

    როდესაც ვამბობთ - ქრისტე არს ჩვენ შორის, და მერე ვიმეორებთ "არს და იყოს" - ეს გამოცდილება უკვე უნდა გვქონდეს რომ ქრისტე მართლა ჩვენშია,ჩვენს შორისაა. 

    ეს არ უნდა იყოს ცარიელი სიტყვები.
    - და თუ ჩვენშია ქრისტე,სად და რაში ჩანს?

    - მოყვასის სიყვარულში.
    - მხოლოდ და მხოლოდ აქ.

    ერთადერთი საზომი ამისა არის ის, თუ როგორ ვუყურებთ ერთმანეთს,როგორ ვექცევით ერთმანეთს,როგორი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთისადმი
    თუნდაც აქ,სამრევლოში.

    შეუძლებელია ვამბობდე რომ ქრისტეა ჩემში და შენ გადაგიარო, უხეშად დაგელაპარაკო, რაღაც ისე შემოგხედო,გულში ბრაზი და ბოღმა მქონდეს ან თავი ქედმაღლურად მეჭიროს.

    - სხვა შემთხვევაში ირღვევა მცნება, 
    - "არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა."

    ანუ უნდა დავაკვირდე ჩემს თავს,
    რას ვამბობ, როგორ ვამბობ,
    როგორ ვიქცევი,
    თორემ მადლის წაღების ნაცვლად, ცოდვას დავიდებ მხრებზე.

    და ეშმაკსაც ეს უნდა სწორედ,რომ შენ მადლი ვერ წაიღო აქედან.

    იმიტომაც არის რომ წირვაზე ხან ტელეფონი დარეკავს,ხან ვიღაც ჭორაობას დაიწყებს,ხან ვიღაც აქეთ-იქით იწყებს სიარულს და შენ თუ არა,სხვას მაინც შეუშლის ამით ხელს,

    რომ აი ასე,ლოცვიდან მოგწყვიტოს და გამოგეპაროს ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

    ვიყოთ ფხიზლად,ვამხილოთ საკუთარი თავი და არ დაგვავიწყდეს რისთვის მოვდივართ აქ.


    + იღუმენი ათანასე სვანიძე

    28 ოქტომბერი, 2024
    42