• ჩვენს ჯვარს არ შევუშინდეთ

    ღმერთმა ინებოს რომ ყოველი ჩვენი ლოცვა, ყოველი მსახურება, ყოველი ზიარება იყოს ღირსეული,ნაყოფიერი,სულიერად ამაღლებული და მადლიერებით აღვსილი. რომ ჩვენ აქ ტყუილად არ მოვდიოდეთ და გვერდით არ ჩაგვიაროს ამ ყველაფერმა რასაც ისმენთ და გეუბნებით სულ. მუდამ გვქონდეს ის ხედვა და გონიერება რომ როგორც კი დავაშავებთ,როგორც კი რაღაც ისე ვერ იქნება ჩვენში როგორც უნდა იყოს, მაშინვე შევინანოთ, იმწამსვე განვაგდოთ მრისხანების ვნება იქნება თუ სხვა რამ. მაშინვე შევღაღადოთ უფალს: "უფალო შემიწყალე,უფალო მომაცილე ეს რაღაც არაჯანსაღი, და უფალი მაშინვე გულში ჩაგვიკრავს."

    მთავარია არ მოვდუნდეთ, არ ვიზარმაცოთ,მივენდოთ ბოლომდე და მთელი გულით. მას ისე ძლიერად ვუყვარვართ რომლის წარმოდგენაც ჩვენ არ შეგვიძლია.

    და მან დაამტკიცა ეს,მოვიდა და ჩემთვის მოკვდა, ჩემთვისაც და შენთვისაც,ყველასთვის.

    და მე უნდა დავინახო ეს,უნდა გავითავისო,ვიგრძნო,გავყვე,ბოლომდე გავყვე და ჩემს ჯვარს არ შევუშინდე.


    + იღუმენი ათანასე სვანიძე

    28 ოქტომბერი, 2024
    52
    მსგავსი სტატიები