ყველაფერი ამაოებააა..
ორ უდიდეს სასწაულს , დაბადებასა და გარდაცვალებას , შორის ღმერთმა ხიდად გადო ეს ცხოვრება . ვისთვის ეს ხიდი ბეწვისაა და ვისთვის ფარდოდ სავალი , ვის არ გაუვლია ამ ხიდზე და ვინ არ გაივლის , მაგრამ მარადიული არავისთვის ყოფილა იგი . რაოდენ უშფოთველი და ბედნიერი , არ უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე , სიკვდილის ჟამს კარგავს იგი , ამ უშფოთველობას და სიცოცხლეში გაყოყოჩებული , ახლა თავდახრილი დგას სიკვდილის წინაშე , ამქვეყნიური სიამით ყვავილივით გალაღებულ გულსაც კი , დააჭკნობს სიკვდილის მხურვალება ! და უკვე ამა სოფლიდან ასაბარგებლად გამზადებულს , მთელი ცხოვრება , ერთ წამად წარმოგიდგება თვალწინ და მხოლოდ მაშინ ხვდები , თუ რამდენი წამი გიცხოვრია ფუჭად , თუ რაოდენ ამაო ყოფილა ყოველივე,ეჭიდები სიცოცხლის უკანასკნელ წამს , როგორც მთელ სიცოცხლეს და აღმოჩნდება , რომ მთელი შენი სიცოცლე , ერთ უმცირეს წამში დაეტია .