• ღმერთო, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის…

    ღმერთო,მადლობელი ვარ ყველაფრისთვის...
    თითოეული წუთისთვის და წამისთვის,ყოველი გათენებული დღისთვის,
    სიცოცხლისთვის!
    მადლობელი ვარ ბედნიერი დღეებისთვის...თუნდაც დარდისთვის,ტკივილებისთვის...
    განსაცდელებმა და დაცემებმა მხოლოდ ერთი რამ მასწავლა,რომ ყველაფერი ამაოა შენს გარეშე, რომ რაც არ უნდა გქონდეს, როგორც არ უნდა იყო, შინაგან შფოთს და სიცარიელეს ვერაფერი ამოავსებს...
    შენთან ერთად ყველაფერი როგორი მარტივია,თითქოს აღარაფრის მეშინია.
    ახლა ვდგავარ და ვფიქრობ,რამდენი ვიხეტიალე,რამდენი გადავიტანე, რამდენჯერ წავიქეცი,რამდენჯერ მიმატოვეს ადამიანებმა, და როგორ ბევრჯერ მიღალატეს ახლო მეგობრებმა,ეს ყველაფერი შენც ხომ გამოსცადე, შენ ხომ იცი,როგორი მწარეა როცა შენი არ ესმით და თვალები უმძიმდებათ.
    მაგრამ...
    მიუხედავად იმისა რომ ასეთი დაღლილი ვარ,ასეთი იმედგაცრუებული,მჯერა რომ სიცივე სამუდამო არ არის, რომ კარგი დღეები ისევ დადგება...
    რომ არსებობენ უღალატო, გულწრფელი ადამიანები...
    სულის ადამიანები...
    ისეთები, ვის თვალებშიც შენს თავს დავინახავ
    ღმერთო...!

    ტექსტის ავტორი: ლაშა აბულაძე

    14 ოქტომბერი, 2024
    57