მეზვერის ლოცვა მუდამ ჩვენს გონებაში უნდა იყოს
რწმენით სავსე გული,
თავდაუზოგავი შრომა, ერთგულება და სიყვარული ქრისტესი,
მუდამ თან სდევდეს ჩვენს ცხოვრებას,
ჩვენს საქმეებში გამოჩნდეს ჩვენი სულიერება,ჩვენი თავგანწირვა და ლოცვის ხარისხი.
თუ ეს არ გვაქვს, სხვა ყველანაირი გარეგნული მოქმედება ფუჭი იქნება.
- რატომ?
- იმიტომ რომ მთავარი ის კი არაა რამდენ სანთელს დავანთებ, დიდს თუ პატარას, მთავარი ის კი არ არის რამდენ ლოცვას წავიკითხავ, ან რამდენ წყალს მაპკურებს მღვდელი, მთავარია სინანული მთელი არსებით.
- როგორი გულით ვდგავარ ლოცვაზე,როგორი გულწრფელი ვარ უფლის წინაშე, ვხედავ მე საკუთარ თავს? ვხედავ რომ უუნარო ვარ უფლის გარეშე?
- ამ ყველაფერს ვხედავ?
ამიტომ მეზვერის ლოცვა მუდამ ჩვენს გონებაში უნდა იყოს. "ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე" მეტს ამბობდა რამეს? ეს არის ჩვენთვის სასწავლებელი.
იღუმენი ათანასე სვანიძე