როგორია ნამდვილი ადამიანი?
იგი როდია ადამიანი, ვისაც ადამიანური ხელები და ფეხები აქვს, და არც ის, ვისაც მხოლოდ გონება გააჩნია; არამედ, ვინც გულმოდგინედ იღვწვის ღვთისმოსაობასა და სათნოებაში, ვინც ესწრაფვის სიყვარულს. ისმინე, რას იტყვის წმინდა წერილი იობზე : „იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაზე“ , - იგი მას არ აღწერს ნიშანთვისებებით, როგორადაც ადამიანს წარმართნი აღწერენ და არ ამბობს, რომ მას ორი ფეხი ჰქონდა და ბრტყელი ფრჩხილები, არამედ თავს უყრის რა მისი ღვთისმოსაობის ნიშნებს, ამბობს : „ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი იყო.