• „მუდამ ბაგეებზე გქონდეთ „დიდება შენდა, ღმერთო!

    „მუდამ ბაგეებზე გქონდეთ „დიდება შენდა, ღმერთო!“ როდესაც ტკივილები მაწუხებს, „დიდება შენდა, ღმერთოს!“ გამაყუჩებლად ვიყენებ, სხვა არაფერი მშველის. „დიდება შენდა, ღმერთო“ იესოს ლოცვასაც კი აღემატება. მღვდელმონაზონი ტიხონი ამბობდა, რომ „უფალო შეგვიწყალენ“ ას დრაქმას უდრის, ხოლო „დიდება შენდა, ღმერთო“ ათასს, ანუ გაცილებით ძვირად ღირებულიაო. ამით იმის თქმა სურდა, რომ ადამიანი ღვთის წყალობას საჭიროების გამო ითხოვს, ხოლო ღმერთს ადიდებს კეთილშობილებისა და გულუხვობიდან გამომდინარე, რასაც მეტი ფასი აქვს. თანაც ურჩევდა, რომ „დიდება შენდა, ღმერთო“ უნდა ვთქვათ არა მხოლოდ მაშინ, როცა კარგად ვართ, არამედ მაშინაც, როცა სირთულეებს ვაწყდებით, რადგან სირთულეებიც ღვთის დაშვებით გვეძლევა სულის სამკურნალოდ.“
    წიგნიდან: წმინდა პაისი ათონელი, „ლოცვის შესახებ“

    28 ოქტომბერი, 2024
    177
    მსგავსი სტატიები