• როგორ ჯობია იესოს ლოცვის თქმა, ხმამაღლა, ჩურჩულით თუ გონებით?

    - მამაო, როგორ ჯობია იესოს ლოცვის თქმა, ხმამაღლა, ჩურჩულით თუ გონებით?
    - თუ ხმამაღლა იტყვი, მალე დაიღლები. ამიტომ ხან ჩურჩულით თქვი და ხან გონებით. გონებით ლოცვა ყველაზე უკეთესია, მაგრამ, ვინაიდან გამუდმებით გონებით ლოცვა ყველას არ ძალუძს, კარგი იქნება ზოგჯერ ჩურჩულითაც ილოცო, როგორც მოსამზადებელი წვრთნა. შეგიძლია ჯერ ჩურჩულით დაიწყო, მერე გონებით განაგრძო, შემდეგ ისევ ჩურჩულით, კვლავ გონებით და ა. შ. ასე მონაცვლეობით ილოცე, ვიდრე ლოცვა იქამდე არ მივა, რომ მხოლოდ გონებით აღესრულოს, ანუ გონებითი გახდება, როგორც ეწოდება კიდეც _ "გონებითი ლოცვა". მაშინ მლოცველი გონებით ლოცულობს და გული კრთის, ხარობს; ადამიანი საღვთო ტრფიალებას აღწევს, ზეციურ მდგომარეობას განიცდის.
    📖 წიგნიდან: წმინდა პაისი ათონელი, სიტყვანი, VI, „ლოცვის შესახებ".

    28 ოქტომბერი, 2024
    45
    მსგავსი სტატიები