• სიყვარული ყვავილივითაა, რომელსაც წყალი სჭირდება და ეს წყალი არის მადლი ღმრთისა

    სიყვარული ყვავილივითაა, რომელსაც წყალი სჭირდება
    და ეს წყალი არის მადლი ღმრთისა,
    თორემ ყვავილი ხმება;
    სიყვარული არის ორი არსების გრძნობა, როცა მათ ერთმანეთი უყვართ არა რაღაც ნაწილ-ნაწილ(ან ხორციელად, ან ფსიქიკურად, ან ფსიქო-სომატურად, ან სულიერად), არამედ მთლიანად;
    იმისათვის, რომ მე ადამიანთან სულიერი ერთობა მქონდეს, ჯერ ჩემი სული უნდა ვიცოდე,
    ჯერ უნდა ვიცოდე რომ მაქვს ეს სული,
    მერე უნდა ვიცოდე როგორია და რას ითხოვს
    და მერე შენი სულიც დავინახო
    - როგორია ის და რას ითხოვს;
    - და როგორ ხდება ადამიანის მიერ საკუთარი სულის შემეცნება?
    - მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის მადლით.
    თუ ადამიანი ღმერთისაკენ არ იყურება,
    თუ ადამიანის ცხოვრების საზრისი გარკვეული არ აქვს, როგორც მარადიული სიცოცხლე ცოცხალ ღმერთთან, ისე საკუთარ თავს ვერ შეიმეცნებს.
    სიყვარული ის კი არ არის როცა ორი ერთმანეთს უყურებს, არამედ სიყვარულია, როცა ორი მესამეს უყურებს
    - ამ მესამეში კი ქრისტე იგულისხმება.
    ფოტოზე საავტორო უფლებები ეკუთვნის Madliereba.ge

    24 დეკემბერი, 2024
    109
    მსგავსი სტატიები